სრული რემონტი

სრული რემონტი ნიშნავს, რომ ბინას „შავი კარკასიდან“ გასაღების ჩაბარებამდე მთლიანად მე ვაკეთებ - არ გიწევთ სხვადასხვა ხელოსნის ძებნა და მათი ერთმანეთთან შეთანხმება.
- რას ვაკეთებ: ვგეგმავ სივრცეს, ვაშენებ ტიხრებს, ვაკეთებ ელექტროგაყვანილობას, სანტექნიკასა და გათბობას, ვასხამ სტიაჟკას, ვლესავ და ვღებავ კედლებს, ვაგებ კაფელს, ლამინატს ან პარკეტს და ვამონტაჟებ განათებასა და სანტექნიკურ მოწყობილობებს.
- როგორ ვმუშაობ: ფასსა და ვადებს დაწყებამდე ვათანხმებთ და შემდეგ აღარ იცვლება. ყოველ სამუშაო დღეს ობიექტზე ვარ და თითოეულ ეტაპს პირადად ვამოწმებ.
ამ სერვისით შესრულებული პროექტები
მიახლოებითი ფასები
სამუშაოს ფასი 1 მ²-ზე, მასალის გარეშე.
კოსმეტიკური რემონტი
120-220 ₾/მ²
კედლების მოსწორება და შეღებვა, იატაკის საფარის შეცვლა, წვრილმანი სამუშაოები.
მწვანე კარკასიდან
250-400 ₾/მ²
სრული რემონტი მწვანე კარკასიდან ავეჯამდე: მოპირკეთება, იატაკი, სველი წერტილები, განათება.
შავი კარკასიდან
350-550 ₾/მ²
ყველაფერი ნულიდან: ტიხრები, კომუნიკაციები, სტიაჟკა, ლესვა და სრული მოპირკეთება.
* ეს ზოგადი, მიახლოებითი ფასებია. ზუსტ ფასს ობიექტის დათვალიერების შემდეგ, სამუშაოს მოცულობისა და სირთულის მიხედვით ვადგენ და დაწყებამდე ვაფიქსირებთ.
ზუსტი ფასის გაგებახშირი კითხვები
რა ღირს სრული რემონტი?
სამუშაოს მიახლოებითი ფასი, მასალის გარეშე: მწვანე კარკასიდან - 250-400 ₾/მ², შავი კარკასიდან - 350-550 ₾/მ². ეს ზოგადი, მიახლოებითი ფასებია. ზუსტ ფასს დათვალიერების შემდეგ ვადგენ და დაწყებამდე ვაფიქსირებთ.
რამდენ ხანს გრძელდება სრული რემონტი?
ჩემს პროექტებში ბინის რემონტი მწვანე კარკასიდან ავეჯამდე, როგორც წესი, 24-30 დღე გრძელდება. ზუსტ ვადას ბინის ზომისა და სამუშაოს მოცულობის მიხედვით დაწყებამდე ვათანხმებთ.
გეგმავთ მსგავს სამუშაოს?
მომწერეთ ან დამირეკეთ - ობიექტს ვნახავ, სამუშაოს შევაფასებ და ზუსტ ფასს გეტყვით.
დამიკავშირდით
